კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ქინძი, პიტნა და კამა გავრეცხოთ და შევაშროთ, შემდეგ დავჭრათ, დავუმატოთ გარჩეული ნიორი, მარილი და წიწაკა. მწვანილი და სანელებლები მოვათავსოთ ბლენდერში, დავასხათ ზეთი და ავთქვიფოთ, დავუმატოთ ძმარიც. საწებელი არ უნდა იყოს ძალიან მჟავე და ძალიან ცხარე ძმარი არ გამოვიყენოთ. შეგვიძლია იგი შევცვალოთ ბალზამიკოთი ან ვაშლის ძმრით. კიტრს მოვასხათ გათქვეფილი საკაზმი და მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე. რჩევასალათისთვის კიტრი შეგვიძლია დავწრათ როგორც თხელ ფენებად, ასევე კუბებად. თუ თხლად დავჭრით, ვეცადოთ მუქი ფერის, მკვრივი კიტრი ავარჩიოთ და კანიანად დავჭრათ.