1 ინდაურის ხორცი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. 15 წუთის დუღილის შემდეგ ამოვიღოთ ბულიონიდან და დავჭრათ.2 დაჭრილი ხორცი ჩავყაროთ სქელძირიან ქვაბში და კარაქში მოვშუშოთ. 3 როდესაც შეწითლდება, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, დავასხათ 1 ჭიქა ბულიონი და ვშუშოთ, სანამ ხორცი არ დარბილდება. 4 შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, სტაფილო, მწვანე ხახვი და განვაგრძოთ შუშვა. 5 როდესაც სტაფილო ჩარბილდება, დავუმატოთ დაჭრილი წიწაკა. 6 ამოვურიოთ, დავაყაროთ ყველი, კიდევ ერთხელ ავურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. რჩევათუ ახალ წიწაკას გამოვიყენებთ, სტაფილოსთან ერთად დავუმატოთ ხორცს.