ერთმანეთს შევურიოთ მაწონი და ანადუღარი, ცივი წყალი - უმჯობესია, თუ გავთქვეფთ ბლენდერში ან მიქსერით, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. დავუმატოთ დანის წვერით მარილი და შევდგათ მაცივარში. სერვირების წინ აირანს ყინულის 1-2 კუბი დავუმატოთ. შესანიშნავი საშუალებაა წყურვილის მოსაკლავად. გავითვალისწინოთ, რომ წყალი მაწვნის რაოდენობის 1/3 უნდა იყოს, მარილის რაოდენობა კი გემოვნების მიხედვით შეგვიძლია ვარეგულიროთ.