შაქარი და კარაქი გავთქვიფოთ. დავუმატოთ კვერცხი, ლიმონის ცედრა, ფქვილში არეული კაკაო და საცხობი ფხვნილი. მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ ტარტალეტის ფორმებში. ნამცხვარი შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი.კრემის ინგრედიენტები ერთად მოვათავსოთ და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ. როდესაც ქაფქეიქები გაცივდება, მოვრთოთ კრემითა და კენკრით. მივირთვათ მომზადებისთანავე.