კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გული, არაჟანში გახსნილი სოდა, ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ჩავდოთ 18X30 ზომის ფორმაში და ხელით გავაბრტყელოთ. ატამი თხლად დავჭრათ. ნადუღი და შაქარი გავთქვიფოთ. დავუმატოთ კვერცხი, ნაღები, ფქვილი და ვანილი.ცომზე მოვათავსოთ თხლად დაჭრილი ატამი, შემდეგ კი დავასხათ ნადუღის მასა და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთით. ნაღები შეგვიძლია მოვხადოთ ადუღებულ სოფლის რძეს. თუ არა გვაქვს, ჩავანაცვლოთ არაჟნით.