ორაგული გრილზე ავოკადოს სალსათი
ორაგული გრილზე ავოკადოს სალსათი
ინგრედიენტები:

ორაგულისთვის:
1 ს. კ. ზეითუნის ზეთი;
1 ჩ. კ. მარილი;
1 ჩ. კ. პილპილი;
1 ჩ. კ. წიწაკა;
4 ცალი ორაგულის ფილე.

ავოკადოს სალსა:
2 ავოკადო;
1/4 წითელი ხახვი;
1 ლაიმი;
1 ს. კ. ზეითუნის ზეთი;
1 1/2 ჩ. კ. მარილი.

სურვილისამებრ:
დაჭრილი ქინძი.

მომზადების წესი:

ჯამში აურიეთ ზეთი, მარილი , პილპილი , წიწაკა და წაუსვით ფილეს. დამარინადებული ფილეს ნაჭრები მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.

შემდეგ შეწვით გრილზე, მაღალ ცეცხლზე, 2-2 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან.

ცალკე ჯამში აურიეთ ავოკადოს რბილობი, ხახვი, ზეთი, მარილი, ლაიმის წვენი და მომზადებული სალსა მოათავსეთ შემწვარი ორაგულის ზემოდან. გააფორმეთ დაჭრილი ქინძით და გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
ნანახია: 1807