მაწონი წინასწარ გადავიტანოთ დოლბანდჩაფენილ საწურზე, რომ სითხისგან დაიწრიტოს. კიტრი გავფცქვნათ და გავხეხოთ. ნიორი წვრილად დავჭრათ ან დავჭყლიტოთ. დაწურულ მაწონს შევურიოთ ზეთი, ნიორი, მარილი, სულ ბოლოს დავუმატოთ გახეხილი კიტრი და მოვაყაროთ კამა.