ავურიოთ ბლენდერში მდოგვი, არაჟანი, ავოკადო, ხახვი და ნახევარი პამიდორი. დავამატოთ პილპილიც.გადავუსვათ ეს სოუსი პურის ნაჭრებზე. ერთ ნაჭერზე დავალაგოთ სალათი, რგოლებად დაჭრილი პამიდორი და ბოლოკი, ასევე ყველი, დავადოთ პურის მეორე ნაჭერი მჭიდროდ და სენდვიჩი მზადაა