თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი. გავადნოთ კარაქი, შევურიოთ მარილი, კვერცხი, შემდეგ კი საფუვრიანი რძე. შევაზილოთ ფქვილი. მიღებულ ცომს გადავუსვათ ზეთი და თბილ ადგილას დავდგათ ასაფუებლად.ცომი გავყოთ 6-8 ნაწილად, გადავახვიოთ სოსისები და დავდოთ საცხობ ფორმაში. ვაცალოთ აფუება და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.