წიწაკაში გამომცხვარი კვერცხი ბეკონით - გემრიელად წასახემსებლად
წიწაკაში გამომცხვარი კვერცხი ბეკონით - გემრიელად წასახემსებლად
ინგრედიენტები:

ბულგარული წიწაკა;
1 სუფრის კოვზი მარილი;
1 სუფრის კოვზი ახლად დაფქული პილპილი;
1 ჭიქა გახეხილი ყველი მოცარელა;
½ ჭიქა წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი;
4 დიდი კვერცხი;
4 მოხარშული ბეკონის ზოლი;
½ ჭიქა გახეხილი ყველი ჩედერი.

მომზადების წესი:

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
ამოგულეთ წიწაკები. მოაყარეთ მარილი და პილპილი და გამოაცხვეთ 15-20 წუთი, სანამ არ დარბილდება.
გულში სათითაოდ ჩაუდეთ მოცარელა და მწვანე ხახვი, ჩაახალეთ კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, ბეკონი, ჩედერი, ხახვი და აცხვეთ 15-20 წუთის გამავლობაში.
ტეგები:
ნანახია: 1666