პიტნის ტოტებს (ფოთლებიანად, ანუ მთლიან ღეროებს) დავაყაროთ 500 გ შაქარი, ლიმონმჟავა, მსუბუქად დავსრისოთ და 6 საათით დავტოვოთ, რომ წვენი გაუშვას. მოვამზადოთ შაქრის სიროპი დარჩენილი შაქრისგან და 1 ჭიქა წყლისგან. დავასხათ პიტნას და დავტოვოთ კიდევ 6 საათით. შემდეგ დავდგათ მურაბა დაბალ ცეცხლზე და 5 წუთით წამოვადუღოთ. ჩავასხათ ცხელი მურაბა სუფთა ქილებში. სურვილის შემთხვევაში, მზა მურაბიდან ტოტები ამოვიღოთ, ან სულაც გადავწუროთ ეს მასა და ისე ჩავასხათ ქილებში.