პამიდორს მოვაჭრათ თავები და ამოვაცალოთ თესლი.მოვამზადოთ სოუსი: კვერცხის გულები ავთქვიფოთ მარილთან და პილპილთან ერთად მუსის კონსისტენციამდე. თქვეფის შეუჩერებლად დავამატოთ ღვინო. დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და თან ვურიოთ. არ უნდა ადუღდეს. როცა სოუსი შესქელდება, გადმოვდგათ. გავაგრილოთ და ავთქვიფოთ.დავამატოთ სასურველი მწვანილი და ამოვავსოთ პამიდვრები.ძალიან ორიგინალური და გემრიელია. გაალამაზეთ ფურშეტის სუფრა, ან მიართვით სტუმრებს ძირითადი კერძის წინ, წასახემსებლად