შეურიეთ კვერცხი, შაქარი, კაკაო, ვანილი, ყავის ლიქიორი. დაამატეთ ფქვილი და გამდნარი კარაქი. ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. გააცხელეთ რძე და ნელ-ნელა შეათქვიფეთ.გამოაცხეთ გაცხელებულ ტაფაზე, რომელსაც წინასწარ ცოტა ზეთს მოუსმევთ.ცხელ ბლინებს გულში ჩაუდეთ სასურველი გულსართი: ხაჭო ან არაჯანი ხილით, ნაღების კრემი ხილით, ხილი შოკოლადის სოუსით და ა.შ.