კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ჰაეროვან მოთეთრო მასა არ მიიღებთ. დაამატეთ დარბილებული კარაქი, ზეთი და რძე, განაგრძეთ თქვეფა.დაამატეთ გაცრილი ფქვილი, მწიკვი მარილი, ცედრა და გამაფხვიერებელი. კარგად შეათქვიფეთ.10-15 წუთი დადგით და შემდეგ მოცვის 1/4 დაამატეთ. ცომი გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში, აცხეთ 15 წუთი 180 გრადუსზე, გამოიღეთ, დარჩენილი ხილიც დაამატეთ და შეაბრუნეთ ღუმელში 30-40 წუთით.