როგორ გავაქათქათოთ დასვრილი თეთრი კედები?
თეთრი კედების მოვლა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ჩვენ გასწავლით მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ისე გაასუფთავოთ თქვენი ფეხსაცმელი, რომ ქათქათი დაიწყოს. ამისთვის კი თქვენ დაგჭირდებათ:

1 სუფრის კოვზი სოდა;
1/2 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი;
1/2 სუფრის კოვზი წყალი;
ძველი კბილის ჯაგრისი.

ჯამში აურიეთ სოდა, წყალბადის ზეჟანგი და წყალი. მიიღებთ პასტის კონსისტენციის ნაზავს. კბილის ჯაგრისის დახმარებით წაუსვით ეს ნაზავი ფეხსაცმელს და დატოვეთ 3-4 საათის განმავლობაში მზის გულზე (რაც მეტ სიცხეში დატოვებთ, მით უკეთესი.) შემდეგ კარგად გაფერთხეთ კედები, დარჩენილი მიმხმარი პასტა კი ჯაგრისით შემოაცალეთ. ნახავთ, როგორ თეთრად იელვარებს თქვენი კედები!
ტეგები:
ნანახია: 1741