მოვხარშოთ პასტა მარილიან წყალში და გადავწუროთ.ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში. თინუსის კონსერვს წვენი გადავუწუროთ და ხახვთან ერთად 1 წუთი ვშუშოთ, თან ვურიოთ. დავამატოთ დაჭრილი პამიდორი, სუნელები, მწვანილი და კიდევ 1 წუთი ვშუშოთ. ბოლოს დავამატოთ ფარფალე, კარგად ამოვურიოთ და 1 წუთში ცეცხლიდან გადმოვდგათ.მზა კერძს მოვაყაროთ ყველი და მაშინვე მივირთვათ