პესტო სპაგეტისთვის განკუთვნილი სოუსია, რომელიც მზა იყიდება სუპერმარკეტებში. მის შემადგენლობაში შედის ბაზილიკი, ზეთი და ყველი პარმეზანი. შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი სხვა მწვანილისგან, მაგალითად , ოხრახუშით ძალიან გემრიელი გამოდის. ბლენდერში მოათავსეთ 1 კონა ოხრახუში, 50 მლ ზეითუნის ზეთი (შეიძლება სხვა ზეთთან გააზავოთ) 1 კბილი ნიორი, მარილი და პილპილი. დააბლენდერეთ და გამოიყენეთ. ქათმის ფილე დაჭერით საშუალო სისქის ლენტებად . მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ფორმის ძირზე გაანაწილეთ ცოტაოდენი პესტო, დადეთ ქათმის ნაჭრები და გადაუზვით ზემოდან დარჩენილი სოუსი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.შეწვით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი. თეფშზე გადაღების შემდეგ მოასხით თავისივე გამოშვებული წვენი