ღუმელი გავახუროთ 175 გრადუსზე.გოგრა დავჭრათ 2 სმ სისქის ნაჭრებად.100 გ შაქარს დავამატოთ ვანილი, ლიმონის წვენი და ფორთოხლის ცედრა. გავადნოთ შაქარი ტაფაზე, მიღებული კარამელი ჩავასხათ სილიკონის ფორმაში და კარგად გავანაწილოთ ძირზე.შემდეგ დავალაგოთ გოგრის ნაჭრები 1-2 ფენად.შევდგათ ფორმა ღუმელში 10-15 წუთი. მოვამზადოთ ცომი: გავცრათ სახამებელი, კვერცხები დარჩენილ შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ მოცულობაში 2-3 ჯერ არ მოიმატებს. დავამატოთ სახამებელი და აკურატულად, თუმცა სწრაფად გადავურიოთ კოვზით ან ხელის სათქვეფით. გადავიტანოთ ცომი ფორმაში, სადაც გოგრაა და გამოვაცხოთ 5 წუთი იმავე ტემპერატურაზე, შემდეგ 10-15 წუთი 150 გრადუსზე.ხის ჩხირით შევამოწმოთ მზაობა, ღუმელიდან დამოღების შემდეგ 10 წუთი ვაცალოთ და თეფშზე გადმოვაბრუნოთ. მივირთვათ ბილი, ნაყინთან ან კრემისებურ ხაჭოსთან ერთად.