მინის ქილაში ჩაასხით ზეთი, ლიმონის ან ფორთოხლის წვენი (ან კარგი ხარისხის ძმარი). პროპორცია ყოველთვის უნდა იყოს 3:1 ანუ სამი წილი ზეთი, 1 წილი მჟავა (ძმარი, ლიმონის წვენი და ა.შ)ძალიან წვრილად დაჭერით ოხრახუში (ან სხვა სასურველი მწვანილი), ასევე ჩილი, ან ჩაანაცვლეთ დაღერღილი, გამომშრალი წიწაკით, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი (შეგიძლიათ ამოიღოთ), მარილი, შავი პილპილი და მწიკვი შაქარი.ქილას დააფარეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ, რომ ყველაფერი ერთმანეთში აირიოს. ამ ქილითვე შეგიძლიათ შეინახოთ.სოუსი მზადაა! უხდება ბოსტნეულის სალათებს