სტაფილო გავასუფთაოთ და გავხეხოთ. მოვშუშოთ კარაქში 5 წუთით.გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე, საცხობ ფურცელზე (ზომა 20*30 სმ) დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.გაციებულ სტაფილოს დავამატოთ კვერცხის გულები, მარილი, პილპილი და ავურიოთ. ცილა ცალკე ავთქვიფოთ ღრუბელივით, დავამატოთ სტაფილოს და ფრთხილად გადავურიოთ. მიღებული ცომი დავასხათ ფორმაში და დაახლოებით 10-15 წთ ვაცხოთ.გამომცხვარი ფირფიტა გადავაბრუნოთ პერგამენტის ქაღალდზე, ის ქაღალდი კი, რომელზეც გამოცხვა, ფრთხილად ავაძროთ. ზემოდან ნამიანი პირსახოცი დავაფაროთ და გავაციოთ.მოვამზადოთ გულსართი: მწვანილი (მხოლოდ ფოთლები) და ნიორი წვრილად დავჭრათ. შევურიოთ ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველს, დავამატოტ მარილი და პილპილი. მიღებული კრემი წავუსვათ ბისკვიტს და იმ ქაღალდის დახმარებით, რომელზეც გადმოვიღეთ, რულეტივიტ გადავახვიოთ. შემოვაკრათ კულინარიული ცელოფანი და გავაციოთ მაცივარში.