ნიგოზი მსუბუქად მოვხალოთ და წვრილად დავჭრათ.ავთქვიფოთ 2 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი მიქსერით. დავამატოთ 1 ჭიქა ფქვილი.1კოვზი სოდა გავხსნათ 1 კოვზ ძმარში და დავამატოთ 1 ჭიქა არაჟანს. შემდეგ შევურიოთ ცომს. დავამატოთ კაკაო და ავურიოთ.გავიმეოროთ იგივე პროცედურა იმავე რაოდენობის ინგრედიენტებით და მეორე ცომს დავამატოთ ყაყაჩოს თესლი. მესამე ბისკვიტის ცომს კი ნახევარი ჭიქა ნიგოზი.თითოეულ ბისკვიტს ვაცხობთ ცალ-ცალკე 180 გრადუსზე, 20-25 წუთით.მოვამზადოთ კრემი: შევურიოთ მოხარშული შესქელებული რძე და კარაქი, კარგად ავთქვიფოთ მიქსერით. სასურველი თანმიმდევრობით ავაწყოთ ტორტი და ყოველ ფენას კრემი წავუსვათ. ზემოდან კი ნიგოზი მოვაყაროთ.