ხახვი და ნიორი წვრლად დავჭრათ, სტაფილო რგოლებად. მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში, დავამატოთ დაჭრილი საქონლის ხორცი და სანახევროდ შევწვათ. დავასხათ ღვინო, დავამატოთ დაჭრილი ზეთისხილი და დავაფაროთ თავზე. მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე სანამ ხორცი დარბილდება, თუ წვენი დაიშრო, ცოტა წყალი დავასხათ.ბოლოდ დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.გარნირად შეგვიძლია მოვუმზადოთ კარტოფილი, ბადრიჯანი და სხვა სასურველი ბოსტნეული