გავახუროთ აირღუმელი 250 გრადუსამდე. წავუსვათ ფორმას მცენარეული ზეთი.ცომი ორად გავყოთ და გავაბრტყელოთ, გავუკეთოთ პატარა ნაპირები გარშემო, გადავიტანოთ საცხობ ფურცელზეცომს წავუსვათ პომიდვრის სოუსი. დავაყაროთ გახეხილი ყველი. დავალაგოთ ბეკონის თხელი ნაჭრები. ნაპირებს წავუსვათ ზეთი, გამოვაცხოთ 10-15 წუთიშემდეგ გამოვიღოთ და ორივე პიცას დავახალოთ 4 -4 კვერცხი, მოვალაგოთ ზედ დაჭრილი პომიდვრის ნაჭრები, მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაცხოთ.ცილა რომ შემაგრდება და ყველი ოდნავ ოქროსფერს მიიღებს, პიცა მზადაა. ბოლოს მოვაყაროთ ცოტაოდენი ხმელი ბაზილიკი