ჩავასხათ ღვინო ქვაბში და გავაცხელოთ. ჩავამატოთ შაქარი, ნახევარი ფორთოხლის წვენი და სანელებლები, ცეცხლს დავუწიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ავადუღოთ. ჩავამატოთ დაჭრილი ლიმონი და დარჩენილი ფორთოხალი. ჩამოვასხათ ჭიქებში და მივირთვათ ცხელ-ცხელი. გლინტვინი გაგვათბობს, მოგვადუნებს და ხასიათს გამოგვიკეთებს.