სოკო შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი, ისე მარინადი. თუ ცოცხალია, მოვშუშოთ ხახვთან ან მის გარეშე. დავამატოთ მარილი და პილპილი.ყველი გავხეხოთ. მწვანილი დავჭრათ.გულსართი გავანაწილოთ ლავაშზე, საშუალო სისქეზე, ისე რომ ნაპირებთან მცირე ადგილი დავტოვოთ.გადავახვიოთ ლავაში რულეტივით, თან გვერდები შემოვუკეცოთ. ზემოდან ან კვერცხი გადავუსვათ, ან მაიონეზი და 180-200 გრადუსზე შევწვათ ღუმელში.