ყურძენი (თეთრი ან შავი) კარგად გავრეცხოთ, გავაცალოთ ყუნძს მარცვლები და ჩავყაროთ ქვაბში. დავდგათ ცეცხლზე. წვენს რომ გაუშვებს, დავაყაროთ შაქარი და ნახევარრგოლებად დაჭრილი ლიმონი. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, თავახდილი. დრო და დრო ამოვურიოთ. მზა მურაბა გადავიტანოთ სუფთა ქილებში და ცხელსვე დავაფაროთ თავსახური.