ნიორი ფირფიტებად დავჭრათ. ხორცს დანით ჭრილები გავუკეთოთ და ნივრის ფირფიტები ჩავუდოთ. დანარჩენი ინგრედიენტებით სოუსი მოვამზადოთ და ხორცს კარგად წავუსვათ. დავტოვოთ 2 საათი. შემდეგ ჩავდოთ შესაწვავ პაკეტში, ჩავაყოლოთ ქონდარი და შევწვათ ღუმელში 200 გრადუსზე 1 საათი. შემდეგ პაკეტი გავჭრათ და 15-20 წუთი გავაგრძელოთ წვა.