შოკოლადი დავტეხოთ და გასადნობად ორთლის აბაზანაზე დავდგათ. დავასხათ ნაღები (ან რძე), დავამატოთ შაქარიც, თუ სურვილი გვექნება. დავამატოთ სანელებლებიც. მოვურიოთ.მივიყვანოთ ადუღებამდე, თან გამუდმებით ვურიოთ, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან და დავასხათ ჭიქებში.