შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. ბანანს კანი გავაცალოთ და შუაზე გავჭრათ. წამოვაცვათ ხის ჩხირებზე და გამდნარ შოკოლადში ამოვავლოთ. მოვაყაროთ შაქრის ბურთულები ან ნუში. 1 საათით შევდოთ საყინულეში. შეიძლება მთელი ღამითაც. მირთმევამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიღოთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ ზედმეტი შოკოლადი დაგვრჩა, შეგვიძლია კივი ან სხვა ხილიც ამოვავლოთ და გავყინოთ.