ფარშისთვის ხორცი და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ მარილი, პილპილი, ცოტა წყალი და ამოურიეთ. გაცრილი ფქვილი დაყარეთ სამუშაო მაგიდაზე, გააკეთეთ ფქვილში ძაბრისებური ღრმული, ჩაასხით კვერცხიანი და მარილიანი წყალი. მოზილეთ მაგარი ცომი, გააჩერეთ 20-30 წუთი. გააბრტყელეთ რგოლებად, ჩადეთ გამზადებული ფარში, მიეცით პელმენის ფორმა და მოხარშეთ მარილიან წყალში 8-10 წუთი. პელმენებთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ კარაქი ან არაჟანი.