მოხარშული ქათმის ხორცი წვრილად დავჭრათ. სოკო და ხახვი ერთად მოვშუშოთ.კიტრი წვრილად დავჭრათ. კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ და ცალ-ცალკე გავხეხოთ.კიტრი და ქათმის ხორცი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ მაიონეზის ნაწილი. დავამატოთ მარილი და პილპილი. თეფშზე ისე დავდოთ, რომ ცხენის თავის ფორმა მივცეთ. მაიონეზი შევურიოთ კვერცხის გულსაც, ისე რომ არაჟანივით მასა მივიღოთ. წავუსვათ სალათას ზემოდან. მოვაყაროთ გახეხილი ცილა. ფაფარის ადგილას სოკო მოვაყაროთ, თვალებიც სოკოთი გავუკეთოთ.