ტაფა გავაცხელოთ, ზედ დავყაროთ ყველი, თანაბრად გადავანაწილოთ და ვაცადოთ, რომ გადნეს,შემდეგ დავაყაროთ ფქვილი.როდესაც ყველის მასა ერთგვაროვანი გახდება და ნაპირებზე ოდნავ გამუქდება, ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ და სამზარეულო ნიჩბის საშუალებით მოვსინჯოთ, არის თუ არა ყველის ფირფიტა შემაგრებული. თუ შემაგრებულია, ფრთხილად გადმოვიღოთ, შევაგრილოთ და ჭიქაზე ან ჯამზე გადავფინოთ. როდესაც ყველის კალათა გამაგრდება და ფორმას შეინარჩუნებს, გადმოვიღოთ თეფშზე.სოკო, წიწაკა და ნიახურის ძირი თხლად დავჭრათ, შევურიოთ ძმარი, მარილი და პილპილი.სალათა მოვათავსოთ ყველის კალათაში.ერბოკვერცხი შევწვათ ზეითუნის ზეთში და ფრთხილად დავადოთ სალათას.მივირთვათ მომზადებისთანავე.