ტაფაზე დავადნოთ კარაქი და დავამატოთ შაქარი. ჩავამატოთ ქიშმიში და დაჭრილი, გაფცქვნილი ვაშლიც. ავუწიოთ ცეცხლს: ვაშლი წვენს გაუშვებს, რომელიც შაქართან ერთად ნელნელა შესქელდება და დაკარამელდება. პერიოდულად ამოვურიოთ. როცა სითხე თითქმის დაშრება, ცეცხლი გამოვრთოთ და დარიჩინი დავუმატოთ. შესაძლებელია ცოტაოდენი კონიაკის დამატებაც.ცომი გავშალოთ, მსუბუქად გავაბრტყელოთ, დავჭრათ მართკუთხედებად, რომელთა რაოდენობაც უნდა იყოს ლუწი. 1 მართკუთხედზე გავანაწილებთ ვაშლის მასას, კუთხეებზე შემოვუსვამთ ათქვეფილ კვერცხს და დავადებთ მეორე მართკუთხედს.ზემოდან დანით დავსეროთ და გადავუსვათ ისევ ათქვეფილი კვერცხი. ასე გავაკეთებთ დანარჩენებსაც. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფერი გახდება. ფუნთუშების რაოდენობა მათ ზომაზეა დამოკიდებული