დიდ თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, საფუარი. დაასხით თბილი რძე და წყალი, დაამატეთ კვერცხი, მოზილეთ ცომი. შემდეგ დარბილებული კარაქი შეაზილეთ. კარგად დაზილეთ, სანამ ელასტიურ ცომს არ მიიღებთ, რომელიც ხელს არარ ეკრობა. დადგით სითბოში ასაფუებლად. ცომი გაყავთი ორ ნაწილად, ერთი უფრო დიდი უნდა იყოს. ამ დიდ ნაწილს მოგრძო სამკუთხედის ფორმა მიეცით. მეორე ნაწილი კიდევ ორად გაყავით. ერთი გააბრტყელეთ, და მაკრატლით ზოლებად ჩაჭერით, ეს იქნება სანტას წვერები. მეორე ნაწილისგან გააკეთებთ პატარა გუნდას ქუდისთვის და ცხვირისთვის, მეორე ნაწილიდან ქუდის რკალს და ულვაშებს. თვალებისთვის ქიშმიშის მარცვლებს გამოიყენებთ. კვერცხის 2 გული ცალ-ცალკე ათქვიფეთ. ერტს წითელი საღებავი დაამატეთ. . ააწყვეთ სანტა: მიაწებეთ წვერი, ცხვირი, თვალები. ცომის ვიწრო წვერო გადმოკეცეთ, ეს ქუდი იქნება. წვეროსთან "პომპონი" დაამაგრეთ, თვალებს ზემოთ ქუდის რკალი. ქუდსა და ცხვირს საღებავიანი კვერცხი წაუსვით, დანარჩენ ნაწილს ჩვეულებრივი კვერცხის გული. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ზედმეტად რომ არ დაიბრაწოს, თავიდან ფოლგა გადააფარეთ 15 წუთით, შემდეგ მოაცილეთ და ისე დააასრულეთ ცხობა.