გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. გაჭერით პურის ბატონი ორად. დადეთ ღუმელის ფორმაში. დარბილებულ კარაქს წვრილად დაჭრილი ნიორი შეურიეთ და პურს გადაუსვით. ზემოდან ყველის ნაჭრები დაალაგეთ, შემდეგ დაჭრილი პამიდორი. მოასხით ძმარი ბალზამიკო, მოაყარეთ ხმელი ორეგანო, მარილი და პილპილი გემოვნებით. გამოაცხეთ 15 წუთი. ღუმელიდან გამოღების შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ბაზილიკი, დაჭერით ულუფებად და გემრიელად მიირთვით.