"მშობლები ამ შეცდომას ხშირად უშვებენ... ბავშვებში საუზმეზე ამ საკვების მიღება, ზრდა-განვითარების ეტაპებს აფერხებს" - რას გვირჩევს ლაშა უჩავა? - Gemrielia.ge

"მშობლები ამ შეცდომას ხშირად უშვებენ... ბავშვებში საუზმეზე ამ საკვების მიღება, ზრდა-განვითარების ეტაპებს აფერხებს" - რას გვირჩევს ლაშა უჩავა?

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა "შუადღის" ეთერში საუბრობს, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მშობლები მოსწავლეებისთვის საუზმის მომზადებისას:

„მშობლები მეუბნებიან: „ბავშვს რომ არაფერი ვუთხრა და თავის ნებაზე მივუშვა, არაფერს შეჭამს... რატომ ხდება ასე?“ - რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როცა ბავშვი გარკვეულ პროდუქტებზე უარს ამბობს

- საუზმეზე პირველი შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ, ეს მუქი შეფერილობის ჩაია. ანუ კოფეინით გაჯერებული პროდუქტი, რომელიც ბავშვთა ასაკისთვის არც ისე სასარგებლოა, თავისი მოქმედებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს, რაც საბოლოო ჯამში დღის განმავლობაში ბავშვს ხელს უშლის როგორც სწავლასა და ათვისებაში, ასევე აფერხებს ზრდა-განვითარების ეტაპებს. მეორე დაშვებული შეცდომა შეიძლება, ნახშირწყლებით გაჯერებული საკვებია. აქ იგულისხმება ტკბილი ორცხობილა, კექსი, ნამცხვარი და სხვა ისეთი პროდუქტი, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ხილი არ იგულისხმება...განაგრძეთ კითხვა

"ავოკადოს, სტაფილოსა და ბანანს დავაბლენდერებდი და ბავშვს სკოლაში გავატანდი" - გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 8 სუპერსაკვებს, რომლებიც ბავშვის განვითარებას ყველაზე მეტად სჭირდება