"ამ დიეტით კვირაში 2 კილოგრამს დაიკლებთ..." - ერთკვირიანი მენიუ ყოველდღიური პროდუქტებით - Gemrielia.ge

"ამ დიეტით კვირაში 2 კილოგრამს დაიკლებთ..." - ერთკვირიანი მენიუ ყოველდღიური პროდუქტებით

გთავაზობთ ენდოკრინოლოგების მიერ შემუშავებული ყოველკვირეული მენიუს.გაზაფხულზე ხომ განსაკუთრებით გვჭირდება სწორი კვება: ჯერ ერთი, ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ ვიტამინების ნაკლებობა გვაწუხებს და მეორეც, სიახლე, სიმსუბუქე და წონის დაკლება გვინდა.

კარგად დაბალანსებული მენიუს ამ ყოველკვირეული ვერსიით შეგიძლიათ კვირაში დაახლოებით 1 სმ მოცულობა და 2 კგ-მდე წონა დაკარგოთ.

"ამ დიეტის დაცვით, ადამიანების მიდრეკილება სიმსუქნისა და დიაბეტისკენ მხოლოდ იზრდება..." - რა ზიანი ან სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ საათობრივმა შიმშილმა?

ამ მენიუს უპირატესობები:

  • მცირე პორციები (გაჭიმული კუჭი თანდათან იკუმშება);
  • ხშირი კვება ყოველ სამ საათში (მოშიებას ვერ მოასწრებთ):
  • დაბალკალორიული შემცველობა - არაუმეტეს 1400 კკალ/დღეში (დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში);
  • მარილის მინიმალური გამოყენება (შეშუპების პრევენცია);
  • რთულად შესათვისებელი ნახშირწყლების მოხმარება (დიდი ხნის განმავლობაში კვებავს ორგანიზმს ენერგიით).

თუ კერძის კონკრეტული რაოდენობა არ არის მითითებული, დარწმუნდით, რომ პორცია არ აღემატებოდეს იმ მოცულობას, რომელიც ხელის გულზე დაგეტევათ.

სწრაფი დიეტა "800": როგორ დაიკლოთ წონა ისე, რომ უარის თქმა არაფერზე მოგიწიოთ

მოხმარებული სითხის მოცულობა მინიმუმ 1 ლიტრი უნდა იყოს. თუ გრძნობთ, რომ არ იღებთ საკმარის სითხეს, დალიეთ ჩვეულებრივი წყალი, მაგრამ არა ძალიან ბევრი. გახსოვდეთ, რომ კუჭს გარკვეული მოცულობა გააჩნია და როცა ვჭამთ ან ვსვამთ, რეალურად ვავსებთ ამ მოცულობას. არ არის საჭირო კუჭის ზედმეტად დატვირთვა. რაც უფრო დიდია კუჭის მოცულობა, მით მეტი საკვები და წყალი სჭირდება მის დანაყრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში რეცეპტორები გაგზავნიან სიგნალებს დაუკმაყოფილებელი შიმშილის შესახებ.

რატომ არის ადვილი გაზაფხულზე წონის დაკლება?

ფაქტია, რომ ამ დროს ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები ზამთართან შედარებით საგრძნობლად აჩქარებულია. დღის საათების მატებაც დიდ როლს თამაშობს - უფრო მეტ ფიზიკურ აქტივობას ვასწრებთ...განაგრძეთ კითხვა