4 ყველაზე ძლიერმოქმედი ცხიმისმწველი კოქტეილი - Gemrielia.ge

4 ყველაზე ძლიერმოქმედი ცხიმისმწველი კოქტეილი

ცხიმისმწველი კოქტეილები აჩქარებს მეტაბოლიზმს, აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ამასთან, ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით ამდიდრებს.


რეცეპტი #1


პიტნისა და ლიმონის მსუბუქი კოქტეილი დღის შესანიშნავი დასაწყისი იქნება. ის გამოგაფხიზლებთ, შეგმატებთ ენერგიას და რაც მთავარია, ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ:
კივი – 1 ცალი;
ლიმონი – 2 ნაჭერი;
პიტნა – 7 ფოთოლი;
ოხრახუში – 7 ღერი; წყალი – 100 მლ;
თაფლი – გემოვნებით და სურვილისამებრ.


1. გაფცქვენით კივი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოათავსეთ ბლენდერში.
2. დაუმატეთ ლიმონი, მწვანილი და წყალი. კარგად დააბლენდერეთ.
3. მიირთვით მომზადებისთანავე.

რეცეპტი #2


ეგზოტიკური ხილის მოყვარულებს კი ანანასისა და გრეიპფრუტის კოქტეილს შემოგთავაზებთ. ეს ორი პროდუქტი გოგრის თესლთან ერთად – ერთ-ერთი საუკეთესო ცხიმისმწველი კოქტეილია.
გრეიპფრუტი – 1/4
ანანასი – 4 ნაჭერი;
კეფირი – 250 მლ
გოგრის თესლი – 30 გრ
ქოქოსის ზეთი – 30 მლ
1. გრეიპფრუტი და ანანასი გაფცქვენით, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერში.
2. დაუმატეთ კეფირი, გოგრის თესლი და ქოქოსის ზეთი, კარგად დააბლენდერეთ.

რეცეპტი #3


თუკი დიეტის დროს რაიმე ტკბილი და გემრიელი მოგინდათ, მოიმზადეთ ეს დესერტი, რომელიც არამცთუ არაფერს ავნებს თქვენს ფიგურას, არამედ პირიქით – დიეტის საუკეთესო დანამატი იქნება.
წყალი – 250 მლ
თაფლი – 1 ჩაის კოვზი
ვაშლის ძმარი – 1 ჩაის კოვზი
დარიჩინი – 1 ჩხირი
1. შეურიეთ თაფლს ძმარი, კარგად აურიეთ.
2. დაუმატეთ დარიჩინი. ეს კოქტეილი – დღის იდეალური დასაწყისი იქნება.

 

განაგრძეთ კითხვა

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ცხიმის ქურდი – სასმელი, რომელიც ძილის წინ უნდა მიირთვათ, ერთ კვირაში სასურველ შედეგს მიგაღწევინებთ

 

იოდის ბადე ოცამდე დაავადებას კურნავს. აი, როგორია მარტივი ხაზებით მკურნალობის ძალა