უნდა იდოს თუ არა ღორის ხორცი 2019 წლის საახალწლო სუფრაზე? - Gemrielia.ge

უნდა იდოს თუ არა ღორის ხორცი 2019 წლის საახალწლო სუფრაზე?

ახალ წლისთვის ყველა ოჯახი წინასწარ ემზადება,რადგან ეს ერთადერთი დღესასწაულია,რომელიც ყველას ძალიან უყვარს. თუმცა, დიასახლისები ამ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულები არიან,მათ ბევრი საფიქრალი აქვთ, წელს კი კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა : უნდა დავდოთ თუ არა ღორის ხორცი საახალწლო სუფრაზე?

 

 

პასუხი ამ კითხვაზე ერთია - ღორის ხორცის დადება წელს არ არის რეკომენდებული. თუმცა, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ღორს მრავალფეროვნება უყვარს,ამიტომ , შეგიძლიათ, უამრავი კერძი მოამზადოთ.

 

 

რისი მომზადება შეგიძლიათ?

გული არ გაიტეხოთ, თუ ღორის ხორცი ძალიან გიყვართ,არსებობს უამრავი ალტერნატივა,რომლითაც მარტივად შეძლებთ   ამ მნიშნვლოვანი პროდუქტის ჩანაცვლებას.

გირჩევთ, წელს სხვადასხვა ტიპის ხორცეული მოამზადოთ. მაგალითად თევზი, კურდღელი,ქათამი და ა.შ. ამ პროდუქტებით შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები ან  შეწვათ გარნირთან ერთად.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ : არაჟანში ჩაშუშული კურდღლის საუკეთესო რეცეპტი

 

 

ხორცისა და ყველის ნაჭრები

 

ახალი წლის სუფრა წარმოუდგენელია დეკორატიული კერძების გარეშე. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ამისთვის რაიმე გაინსაკუთრებული უნარებია საჭირო, თუმცა, გირჩევთ, უბრალოდ დააწყოთ დაფაზე ხორცის,ძეხვეულისა და ყველის ნაჭრები. ამგვარი სერვირება საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად პრაქტიკულია.

 

 

თუმცა, ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინეთ,რომ ძეხვეული არ უნდა იყოს მომზადებული ღორის ხორცისგან.

 

დაგაინტერესებთ: გოჭის ფორმის "ოლივიე" ახალი წლისთვის!

 

 

სალათები

კიდევ ერთი დეტალი,რომლის გათვალისწინებაც ქართველებს ხშირად გვავიწყდება - ზომიერებაა. ზომიერება კი გულისხმობს მსუბუქ კერძებს. მიუხედავად იმისა,რომ საქართველოში საუკეთესო ტრადიციული კერძები გვაქვს, კარგი იქნება, თუ საახალწლო სუფრას სალათებით გავამდიდრებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ საახალწლო სუფრა ნაკლებად სადღესასწაულო იქნება - პირიქით, სალათების მრავალფეროვანი მორთვით სუფრას უამრავ ორიგინალურ დეტალს შესძენთ.

 

 

იხილეთ  მომზადების წესი

 

 

და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ტრადიციული კერძების მომზადება, ოღონდ ღორის ხორცის გარეშე.

 

დაგაინტერესებთ:

 

როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი საცივი?  (ვიდეო რეცეპტი)

 

ტრადიციული გოზინაყის რეცეპტი