10 მარტივი ხრიკი, რომლებიც სამზარეულოში ყველაზე გამაღიზიანებელ პრობლემებს მოგიგვარებთ - Gemrielia.ge

10 მარტივი ხრიკი, რომლებიც სამზარეულოში ყველაზე გამაღიზიანებელ პრობლემებს მოგიგვარებთ

მზარეულობა არც ისე მარტივია, მაგრამ საჭირო ხრიკების ცოდნა სამზარეულოში გადარჩენის გარანტიაა. ასე რომ, გთავაზობთ 10 ყველაზე საჭირო ხრიკს, რომელიც ყველა მზარეულმა უნდა იცოდეს.

 

1. ხახვის ჭრისას ცრემლებმა რომ არ დაგახრჩონ, კბილებით პური დაიჭირეთ. ეს მეთოდი მართლა ყველაზე ეფექტურია, რაც კი ოდესმე გვიცდია.

 

 

2. კვერცხის ნაჭუჭი ჩაგივარდათ? ნაჭუჭისავე ნაწილით მარტივად ამოიღებთ მას.

 

 

3. თუკი მაფინის ფორმა არ გაქვთ, ჭიქა გამოიყენეთ. საცხობი ქაღალდი შემოახვიეთ, დაამაგრეთ და ცომი მოათავსეთ.

 

 

4. თუკი ხილს ყინულიან წყალში მოათავსებთ, კანს მარტივად გააცლით.

 

 

5. კვერცხი დაჭრისას რომ არ „დაგეფშვნათ“, დანას ცივი წყალი გადაავლეთ და ისე დაჭერით.

 

 

6. ძველ ბოთლს თუ გადაჭრით, სხვადასხვა ზომის წრის ფორმებს მიიღებთ.

 

 

7. იდეალური სიზუსტისთვის მშრალი ინრედიენტები აწონეთ და არ გაზომოთ.

 

 

8. კვერცხი უფრო ფუმფულა რომ გამოგივიდეთ, ტაფაზე 1 სკ წყალი დაასხით.

 

 

9. ბრინჯი თავდახურულ ჭურჭელში უკეთ და უფრო სწრაფად იხარშება.

 

 

10. არასოდეს შეინახოთ პამიდორი და ციტრუსები მაცივარში, თუ გინდათ, რომ ჯანსაღი გემო და არომატი შეინარჩუნოთ.

 

ასევე, ნახეთ კიდევ 9 პროდუქტი, რომლის მაცივარში შენახვაც არ შეიძლება

 

 

მომზადებულია brightside.me-ის მიხედვით