10 ხილი და ბოსტნეული, რომელიც იმაზე დიდხანს ძლებს, ვიდრე გვგონია - Gemrielia.ge

10 ხილი და ბოსტნეული, რომელიც იმაზე დიდხანს ძლებს, ვიდრე გვგონია


გთავაზობთ 10 ხილსა და ბოსტნეულს, რომლებიც შედარებით დიდხანს ძლებენ და შეგვიძლია თამამად მოვიმარაგოთ მთელი კვირის (ან უფრო მეტის) სამყოფი რაოდენობით.

 


1.    ყვავილოვანი კომბოსტო


აუცილებელი არ არის მთელი თავის გამოყენება. შეგიძლიათ, ერთ ჯერზე მესამედი ან ნახევარი ჩამოაჭრათ და დანარჩენი მაცივარში შეინახოთ.

 

ყვავილოვანი კომბოსტოს კერძები ნახეთ აქ 


2.    სტაფილო


ამბობენ, რომ რაც უფრო მსხვილია სტაფილო, მით უფრო დიდხანს ძლებს. მაცივარში სტაფილო 2 კვირამდე შეგიძლიათ შეინახოთ.

 

სტაფილო ზოგჯერ მთავარი ინგრედიენტია, ნახეთ კერძები აქ 


3.    ბადრიჯანი


მზარეულები აღნიშნავენ, რომ პატარა ზომის ბადრიჯანი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე პატარა. 

 

 

ბადრიჯნისგან ბევრი მარტივი კერძი მზადდება, ნახეთ აქ 


4.    კომბოსტო


თუ სიცივეში შეინახავთ, კომბოსტო თვეების განმავლობაში გაძლებს ისე, რომ არ დალპება.

 

ერთი თავი კომბოსტოსგან მთელი ოჯახისთის გემრიელ კერძებს მოამზადებთ, ნახეთ რეცეპტები აქ 


5.    ბროკოლი


სხვა ბოსტნეულთან შედარებით, არც ისე დიდხანს მაგრამ ერთი კვირა მაინც აუცილებლად გაძლებს.

 

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულისგან მრავალფეროვანი კერძების მომზადება შეგიძლიათ.


6.    კარტოფილი


სიგრილესა და სიბნელეში თვეობით ძლებს.

 

კარტოფილი თავისუფლად შეიძლება გახდეს თქვენი კერძის მთავარი ინგრედიენტი. ნახეთ რეცეპტები აქ 

 


7.    ხახვი


თვეების განამვლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ხახვიც.

 

ხახვი ბევრი კერძისთვის აუცილებელი და შეუცვლელი ინგრედიენტია, ხახვის წვნიანი კი ბუნებრივი წამალია.


8.    ციტრუსი


ხილიდან ყველაზე დიდხანს ციტრუსები ძლებს: ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი.

 

რა თქმა უნდა, შეგვიძლია ცალკეც მივირთვათ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ფორთოხლისგან საოცარი დესერტები მზადდება. 

 


9.    ვაშლი


დაახლოებით, ორ კვირამდე ძლებს მაცივარში მოთავსებული ვაშლი. მაშინაც კი, როცა ლპობას დაიწყებს, დამპალი ნაწილის მოჭრა და მეორე ნაწილის გამოყენება უმტკივნეულოდ შეიძლება. ასევე, ვაშლი შეუცვლელია ღვეზელებსა და ფუნთუშებში.


10.    ჩერი პომიდორი


როგორც ამბობენ, პომიდორი ჩერი გაცილებით დიდხანს ძლებს, ვიდრე სტანდარტული. კვირაზე მეტხანს შეგიძლიათ შეინახოთ და გამოიყენოთ.
 

ნახეთ გემრიელი პასტის ეს რეცეპტი, რომელიც პამიდორი ჩერისგან მზადდება.