გასწავლით ერთ მარტივ ხრიკს, რომ ბანანმა დიდხანს გაძლოს
ბანანი ძალიან სასარგებლო და გემრიელი ტროპიკული ხილია, რომელიც თითქმის ყველას უყვარს. სანამ ტროპიკული ქვეყნებიდან ჩვენამდე მოაღწევს, საკმაოდ დიდ გზას გადის, ამიტომ ჯერ კიდევ მკუხე ბანანს კრეფენ, რომელიც გზაში მწიფდება და მაღაზიების დახლებზე მიმზიდველი ყვითელი ფერის ხილი ჩნდება.
ჩვეულებრივ, ბანანი გზაში სრულად დამწიფებას ვერ ასწრებს, ამიტომ ხშირად ნახავთ მომწვანო ფერისას, მაგრამ მაინც თამამად შეიძლება მისი შეძენა. რამდენიმე დღეს დააყოვნებთ, ბანანი გაყვითლდება და დამწიფდება.
ზოგი თავს იკავებს ისეთი ბანანის შეძენისგანაც, რომელსაც მოყავისფრო წერტილები აქვს გაჩენილი.
ასევე დაგაინტერესებთ: ვჭამოთ თუ არა გაშავებული ბანანი? ის რაც აქამდე არ იცოდით
ნურც ასეთი ბანანის ყიდვა შეგაშინებთ, რადგან ყავისფერი წერტილები დამწიფების ნიშანია. აი, შავ ლაქებს კი უფრთხილდით, რადგან ასეთ ბანანს უკვე ლპობა აქვს დაწყებული.
როგორ შევინახოთ ბანანი, რომ დიდხანს გაძლოს?
ბანანს სიცივე არ უყვარს, ამიტომ ნუ შეინახავთ მაცივარში. შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას. მაგალითად, ბოსტნეულის თაროზე ან სამზარეულოს კარადაში. თუკი 1 კვირის ან მეტის სარგო ბანანის ერთ დღეს შეძენა გსურთ, მაშინ რამდენიმე წყვილი მომწვანო ფერის ბანანიც შეარჩიეთ, რადგან, როგორც გითხარით, იგი რამდენიმე დღეში თქვენს სახლშივე დამწიფდება.
ასევე გასწავლით ერთ მარტივ ხრიკს, რომ თუნდაც უკვე დამწიფებულმა ბანანმა დიდხანს გაძლოს. ბანანის ყუნწი ალუმინის ქაღალდით ან სამზარეულოს ცელოფნით შეკარით, როგორც ფოტოზეა.
ეს მარტივი ხრიკი ბანანებს კიდევ რამდენიმე დღით გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს და ჯანსაღ ფერსა და გემოს შეუნარჩუნებს.
ასევე დაგაინტერესებთ: ბანანი გადაგიმწიფდათ? - ნუ იჩქარებთ გადაგდებას