6 მითი კვერცხის შესახებ, რომლებიც აჯობებს დღესვე დაივიწყოთ
კვერცხი ბევრისთვის საყვარელი პროდუქტია. მას წარმატებით ვიყენებთ სალათებსა თუ დესერტებში, საუზმეზე მოხარშული კვერცხი ან ომლეტი კი ბევრისთვის საუკეთესო საუზმეა.
კვერცხი ცილებთან ერთად ბევრ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს, ამიტომ ბალანსირებული დიეტისას მას ხშირად რთავენ კვების რაციონში.
ისევე როგორც ყველა პროდუქტის, მის შესახებაც ბევრი მითი არსებობს, რომლებსაც ახლა თქვენთან ერთად განვიხილავთ.
1. უმი კვერცხი ცილის უკეთესი წყაროა, ვიდრე მომზადებული
ალბათ, ერთხელ მაინც გაგიგონიათ, რომ კვერცხებს უმად ჭამენ და დარწმუნებული არიან, რომ ეს მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ასე არ არის. ჯერ ერთი, უმი კვერცხის ჭამისას გაცილებით მეტია რისკი, რომ ბაქტერიები (ყველაზე ხშირად სალმონელას ბაქტერია) ორგანიზმში მოხვდეს და ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია კვერცხი შეწვათ ან მოხარშოთ. გარდა ამისა, ისიც დადასტურებულია, რომ მომზადებული კვერცი თითქმის ორჯერ მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე უმი.
2. ყავისფერი კვერცხი უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი
რეალურად, კვერცხის სასარგებლო თვისებებსა და საკვებ ღირებულებას ფერი ნამდვილად არ განსაზღვრავს. ასე რომ, შეგიძლიათ თავისუფლად შეიძინოთ როგორც ყავისფერი, ისე თეთრი ფერის კვერცხი.
3. საშიშია, თუ ჭამისას შემთხვევით კვერცხის ნაჭუჭი შეგყვებათ
კვერცხის ნაჭუჭი საშიშია მხოლოდ მაშინ, თუკი კვერცხი დაბინძურებულია. ხოლო თუკი მოხარშული კვერცხი ნაჭუჭისგან იდეალურად ვერ გაათავისუფლეთ და პატარა ნაწილი შეგყვათ, ნუ შეგეშინდებათ.
4. კვერცხში სისხლის ლაქები განაყოფიერების ნიშანია
თუკი კვერცხის შიგთავსზე სისხლის ლაქას შეამჩნევთ, არ გეგონოთ, რომ მალე იქიდან წიწილა გამოიჩეკებოდა. წითელი ლაქები დაზიანებული სისხლძარღვის ნიშანი შეიძლება იყოს და ჯანმრთელობისთვის საშიში ნამდვილად არ არის. უბრალოდ, მოხარშეთ ან შეწვით და უმად ნუ მიირთმევთ.
5. ვადის გასვლის შემდეგ კვერცხის ჭამა არ შეიძლება
მნიშვნელობა არ აქვს, რა თარიღია მითითებული შეფუთვაზე, კვერცხი გამოშვებიდან 3-5 კვირა გაძლებს.
ბევრი საშუალება არსებობს იმისათის, რომ გავიგოთ, კვერცხი გაფუჭებული არის თუ არა. შესაბამისად, ექსპერტების თქმით, შეფუთვაზე მითითებული თარიღი აქსიომა არ არის და კარგად მოხარშული კვერცხი მაცივარში 1 კვირასაც კი ძლებს.
ასევე დაგაინტერესებთ: რომელი პროდუქტების გამოყენება შეგიძლიათ ვადის გასვლის შემდეგ
6. კვერცხის გულზე თეთრი ლაქა მომზადებამდე უნდა მოშორდეს
კვერცხის გატეხვისას თეთრ ლაქას თუ შეამჩნევთ, ნუ შეგეშინდებათ. ეს პატარა თეთრი სიმები კვერცხის გულის ცენტრში შენარჩუნებას უწყობს ხელს და ჯანმრთელობისთვისაც უსაფრთხოა.