ძალიან სასარგებლო ინფორმაცია: რომელი პროდუქტების გამოყენება შეგიძლიათ ვადის გასვლის შემდეგ - Gemrielia.ge

ძალიან სასარგებლო ინფორმაცია: რომელი პროდუქტების გამოყენება შეგიძლიათ ვადის გასვლის შემდეგ

გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ამა თუ იმ პროდუქტის ვადა, რომელიც შეფუთვაზეა აღნიშნული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ იგი ვადის გასვლის შემდეგ.


Johnson & Wales University-ის საკვებისა და სასმლის მენეჯმენტის მიმართულების წარმომადგენლის თქმით, შეფუთვაზე მოცემული თარიღი მიუთითებს საკვების ხარისხზე, გემოზე, არომატზე და არა მის უვნებლობაზე. რეალურად, შენახვის წესების დაცვაა მთავარი და მათი დარღვევის შეემთხვევაში, პროდუქტი ვადის ამოწურვამდე გაფუჭდება.


წარმოგიდგენთ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა საკვებად გამოყენებაც ვადის გასვლის შემდეგაც შეგვიძლია ისე, რომ მოწამვლის არ შეგვეშინდეს. 

 

 

მაკარონი


თუკი შენახვის წესებს დაიცავთ, ყუთში მოთავსებული მაკარონის შენახვა „ვადის გასვლიდან“ კიდევ 1-2 წლის შემდეგაც შეგიძლიათ. მომზადებული მაკარონის შენახვა მაცივარში 7 დღის განმავლობაში შეიძლება, საყინულეში კი 6-დან 8-თვემდეც კი.

 

 

საუზმის ბურბუშელა


6-დან 8 თვემდე შეგიძლიათ შეინახოთ ბურბუშელა, რომელსაც საუზმეზე მიირთმევთ ხოლმე, ოღონდ გაუხსნელ მდგომარეობაში, გახსნილი კი 4-დან 6 თვემდე ინახება.


მომზადებული შვრია მაცივარში 4-დან 5 დღემდე ინახება.

 

 

კვერცხი


მნიშვნელობა არ აქვს, რა თარიღია მითითებული  შეფუთვაზე, კვერცხი გამოშვებიდან 3-5 კვირა გაძლებს.


ბევრი საშუალება არსებობს იმისათის, რომ გავიგოთ, კვერცხი გაფუჭებული არის თუ არა. შესაბამისად, ექსპერტების თქმით, შეფუთვაზე მითითებული თარიღი აქსიომა არ არის და კარგად მოხარშული კვერცხი მაცივარში 1 კვირასაც კი ძლებს.

 

 

ხორცი


უმი ხორცი შეფუთვაზე მითითებულ ვადაზე გაცილებით მეტხანს გაძლებს, თუკი საყინულეში მოათავსებთ.


გატარებული ხორცი საყინულეში 3-დან 4 თვემდე ძლებს, მთლიანი ქათამი ან ინდაური ერთ წლამდეც კი ინახება.


ბაქტერიები, რომლებიც საჭმელში ჩნდება და შემდეგ ინტოქსიკაციას იწვევს, საყინულეში არ ჩნდება, სწორედ ამიტომ ძლებს საყინულეში შენახული ხორცი გაცილებით დიდხანს, ვიდრე მაცივარში.

 

 

თევზი


ხორცის მსგავსად დიდხანს ძლებს საყინულეში უმი თევზიც - 6-დან 9 თვემდეც კი. შებოლილი თევზი 3-დან 6-თვემდე ინახება ისე, რომ არ ფუჭდება.

 

 

ყველი


შეფუთვაზე დაწერილი თარიღი არც აქ არის გადამწყვეტი. თუკი ყველს არასწორად შეინახავთ, ერთ დღეშიც შეიძლება გაფუჭდეს.

სახლში მომზადებულ ყველზე კი ვადის თარიღს არავინ გვიწერს. თუკი ყველი დაობებას იწყებს, დაობებული ნაწილები ჩამოაჭერით, დანარჩენი ნაწილი კი გულდამშვიდებულმა მიირთვით.

 

 

რძე


რამდენ ხანს გაძლებს რძე იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის ცხიმს შეიცავს იგი. უცხიმო რძე „ვადის გასვლის შემდეგ“ 5-7 დღესაც კი ძლებს. ამჟავებულ რძეს მარტივად იცნობთ შეცვლილი სტრუქტურითა და უსიამოვნო სუნით, მაგრამ მის გადაღვრას არ გირჩევთ, რადგან რამდენიმე მეთოდი არსებობს მის გამოსაყენებლად.

 

 

კონსერვი


კონსერვები ყველაზე დიდხანს ძლებს, თუკი შენახვის წესებს სწორად დავიცავთ, მათი უმეტესობა „ვადის გასვლის“ შემდეგ 1-2 წელს კიდევ გაძლებს.

 

 

გაყინული ხილი და ბოსტნეული


გაუხსნელი გაყინული ხილ-ბოსტნეული საყინულეში იმაზე მეტხანს შეგიძლიათ შეინახოთ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ - შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლიდან 8-10 თვის შემდეგაც კი.

 

 

პური


შეფუთული თეთრი პური ოთახის ტემპერატურაზე 5-7 დღე ძლებს. მთავარია, დაობებული არ იყოს.

 

 

კეტჩუპი და მდოგვი


გაუხსნელ მდგომარეობაში „ვადის გასვლიდან“ 1 წელი ძლებს მდოგვი, კეტჩუპის შენახვა კი 6 თვის განმავლობაში შეგიძლიათ.

 

 

თაფლი


საკვები პროდუქტი, რომელიც წარმოუდგენლად დიდხანს ძლებს - თაფლი. მის სასარგებლო თვისებებზე ყველამ კარგად ვიცით.


გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას შეინახეთ და თავად დარწმუნდებით, რამდენხანსაც გაძლებს.

 

წყარო: insider.com

 


ასევე დაგაინტერესებთ:

 

10 პროდუქტი, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ საყინულეში


როგორ გავყინოთ ბოსტნეული და ხილი ზამთრისთვის? წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ


ყველის შენახვა მინის ქილებში - ბებოს ნასწავლი მეთოდი


რომელი პროდუქტები გვიცავს გრიპისა და ვირუსებისგან?