როგორ შევინახოთ ეკალა სწორად, ასპირინის გარეშე - დიდი ბებიის რეცეპტი იმერეთიდან
როგორ შევინახოთ ეკალა სწორად, ასპირინის გარეშე - დიდი ბებიის რეცეპტი იმერეთიდან

ეკალა ძალიან სასარგებლო და გემრიელი მცენარეა. მისგან მომზადებული კერძები განსაკუთრებით პოპულარულია დასავლეთ საქართველოში. ეკალა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში უნდა შეინახოთ, ამ დროს შენახული ყველაზე ქორფა და გემრიელია.

 

როგორ მოვამზადოთ ეკალა სწორად?

 

1. ეკალა კარგად გარეცხეთ და დაწრიტეთ.

 

2. ქვაბში აადუღეთ წყალი და გადაიტანეთ ეკალა. ბოლომდე არ უნდა მოიხარშოს, მსუბუქად მოწალეთ, სიმაგრე უნდა შეინარჩუნოს.

 

3. ამოიღეთ წყლიდან და გააგრილეთ. გაგრილებული ეკალა მჭიდროდ გადაიტანეთ ქილაში, მდუღარე წყალი დაასხით და 15 წუთის განმავლობაში გაასტერილეთ.

 

ასე გასტერილებული ეკალა რეკომენდირებულია გამოიყენოთ 2 წლის განმავლობაში.

 

როგორ გამოვიყენოთ დაკონსერვებული ეკალა?

 

გახსენით ქილა, გადაიტანეთ ეკალა ჯამში, დაასხით ცივი წყალი და რამდენიმე წუთით გააჩერეთ, რომ სიმწარე დაეკარგოს. შემდეგ ადუღებულ წყალში გადაიტანეთ, ხარშეთ, სანამ არ დარბილდება (არ უნდა ჩაიხარშოს). გადაწურეთ და შეკმაზეთ სურვილისამებრ.

 

შენიშვნა: შეგიძლიათ, ქილებში ჩაწყობამდე მოხარშოთ და შემდეგ გასტერილებული მოუხარშავად შეკმაზოთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოვამზადოთ ეკალას მხალი

მასალის გამოყენების პირობები
29 აპრილი, 2020 12:16 p.m.
ნანახია: 420