როგორ შევინახოთ ქინძი ცოცხლად, რომ დიდხანს გაძლოს - 5 განსხვავებული და ეფექტური მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ქინძი ცოცხლად, რომ დიდხანს გაძლოს - 5 განსხვავებული და ეფექტური მეთოდი

ქინძი ძალიან სასარგებლო და გემრიელი მცენარეა. ქართული სამზარეულო მის გარეშე წარმოუდგენელია. როგორც მცენარეთა უმრავლესობა, ისიც ცოტა ხანს ძლებს, მაგრამ შეგვიძლია სწორად შენახვით სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ და კვირების განმავლობაში შევძლოთ მისი ცოცხლად გამოყენება.

 

რატომ არის ქინძი შეუცვლელი მცენარე, წაიკითხეთ აქ 

 

მეთოდი 1. ქინძის შენახვა ერთჯერადი ხელსახოცებით

 

ქინძი გრძელ ერთჯერად სამზარეულოს ხელსახოცში გაახვიეთ და ზიპჩამკეტიან პარკში მოათავსეთ. შედეთ მაცივარში და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ. ინახება 3-4 კვირის განმავლობაში.

 

მეთოდი 2. ქინძის შენახვა კონტეინერში

 

ქინძს დააცალეთ ფოთლები. კონტეინერში 3 ფენად ჩააფინეთ ერთჯერადი ხელსახოცები, გადაიტანეთ ქინძის ფოთლები, თავზეც ხელსახოცი დაადეთ და კონტეინერს თავი დაახურეთ. მოათავსეთ მაცივარში. ძლებს 3-4 კვირა.

 

 

მეთოდი 3. ქინძის შენახვა წყალში

 

ქინძს ძირები მოაჭერით (დაახლოებით, 5-7 სმ-ზე). ჭიქა წყლით გაავსეთ ნახევრამდე და ქინძი ჩადეთ. თავზე ზიპშესაკრავიანი ცელოფანი დააფარეთ და მაცივარში შედეთ. ინახება 5-6 დღის განმავლობაში.

 

მეთოდი 4. ქინძის შენახვა საყინულეში

 

ქინძი გარეცხეთ, გააშრეთ და ფოთლები დააცალეთ. დააწყვეთ ყინვაგამძლე ლამბაქზე და საყინულეში გააჩერეთ ნახევარი სათით. შემდეგ გადაიტანეთ ყინვაგამძლე სამზარეულოს პარკში. ასე გაყინული ქინძი ინახება რამდენიმე თვის განმავლობაში. გამოყენების წინ ოთახის ტემპერატურაზე გაალღვეთ.

 

 

მეთოდი 5. ქინძის შენახვა ზეითუნის ზეთში

 

ქინძი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით. ყინულის ფორმებში მოათავსეთ, 1 ჩკ ქინძი, დაასხით ზეითუნის ზეთი და გაყინეთ. ძლებს რამდენიმე კვირა. იდეალურია წვნიანებსა და სოუსებში.