5 სუპერ საკვები საუზმისთვის - მიირთვით 1 მაინც და ნახავთ, როგორ დაიკლებთ წონაში - Gemrielia.ge

5 სუპერ საკვები საუზმისთვის - მიირთვით 1 მაინც და ნახავთ, როგორ დაიკლებთ წონაში

გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით, საუზმის გამოტოვება არ შეიძლება. ზაფხულში, როდესაც დილასაც კი ძალიან ცხელა, ამ ოქროს წესის დაცვა საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: მითია, თუ რეალობა, რომ საუზმის გამოტოვება არ შეიძლება? 

 

გთავაზობთ 5 იდეას, რათა თქვენი საუზმე გრილი, ჯანსაღი და გემრიელი გამოვიდეს. რაც ყველაზე მთავარია, ჯანსაღად და ნოყიერად დაწყებული დღის შემდეგ სასუსნავის მოთხოვნილება არ გექნებათ, რადგან ორგანიზმი საკმარისად დანაყრდება.

 

 

1.    ჟოლო

 

ჟოლოს ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის აქტიურად იყენებენ. მასში შემავალი ნაერთები აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელი ჰორმონის გამომუშავებას. გარდა ამისა, ჟოლო ძალიან მცირე ოდენობით ნახშირყალს შეიცავს, ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს, მადას ამცირებს და ცხიმის დაშლას უწყობს ხელს.
 

 

2.    შვრია

 

საუზმე ამ პროდუქტის გარეშე წარმოუდგენელია. სხვათა შორის, შვრიის ფაფას ძალიან უხდება ჟოლო, ეს ორი პროდუქტი ერთად კი მშვენიერ ტანდემს ქმნის, რაც საბოლოოდ დანაყრებაშიც და არაჯანსაღი სასუსნავებისთვის თავის არიდებაშიც გეხმარებათ. როგორც კვლევებმა აჩვენა, ვარჯიშამდე 3 საათით ადრე შვრიის მიღება მეტი ცხიმის წვას უწყობს ხელს.

 

დაგაინტერესებთ: ჯანსაღი საუზმე რძით - ამზადებთ საღამოს და დილით მიირთმევთ
 

 

3.    იოგურტი

 

ნატურალური იოგურტი (ყოველგვარი დანამატის გარეშე) იმ 5 სუპერსაკვებს შორის შედის, რომლებიც წონის კლებას უწყობს ხელს. ამას მასში შემავალი ცილა განაპირობებს. ცილის მონელებისას ბევრი კალორია იწვება. ატმის, მარწყვისა თუ სხვა არომატის იოგურტის ნაცვლად, შეიძინეთ ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე. სურვილისამებრ, თავად დაუმატეთ მას ხილი.

 

დაგაინტერესებთ: შინ მარტივად მომზადებული ნატურალური იოგურტი

 

 


4.    თხილეული

 

თხილეული იმ 5 სუპერსაკვებს შორის შედის, რომლებიც ზევით დავასახელეთ. შეგიძლიათ თხილის, ნიგვზის, მიწისთხილისგან კარაქი მოამზადოთ (მათი დაბლენდერების გზით). სასარგებლოც არის და დიდხანსაც დაგანაყრებთ.

 

გთავაზობთ დიეტური დესერტის რეცეპტს, რომელიც საუზმეზეც შეგიძლიათ მიირთვათ:


•    ფინიკი - 250 გ
•    ნიგოზი - 150 გ
•    ხაჭო - 300 გ
•    ბანანი - 1 ც

 

მომზადების წესი იხილეთ აქ.

 

 

5.    კვერცხი

 

აი, საუზმის მეფე! 1 დიდი კვერცხი 6 გრამ ცილასა და 70 კალორიას შეიცავს. ერთ-ერთი კვლევის თანამხმად, ადამიანები, რომლებიც საუზმედ კვერცხს მიირთმევდნენ, უფრო კარგად ნაყრდებოდნენ და 2-ჯერ მეტს იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც იმავე ოდენობის კალორიას ფუნთუშეულობით იღებდნენ.

 

მრავალფეროვანი საუზმის რეცეპტები იხილეთ აქ