„სასარგებლოა იმათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ...“ - დაფნის 12 სასწაულმოქმედი თვისება, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ! - Gemrielia.ge

„სასარგებლოა იმათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ...“ - დაფნის 12 სასწაულმოქმედი თვისება, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

დაფნის მცენარის მიმართ აღტაცებულები ძველი დროიდანვე იყვნენ ბერძნები და რომაელები. ინდური სამზარეულო მას დღემდე აქტიურად იყენებს. მცენარის გაზრდას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ის ბუნების ნამდვილი საჩუქრია და მისი გამოყენება ბევრი რამისთვის შეგიძლიათ. იგი გამოირჩევა როგორც გემოვნური, ასევე სამკურნალო თვისებებით.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გავახაროთ დაფნა სახლის პირობებში

 

1.    დაფნის ნაყენი ძალიან სასარგებლოა იმათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ. ნაყენი ამცირებს სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს. დაფნაში შემავალი ანტიოქსიდანტები 30 დღის განმავლობაში უწყობენ ხელს სისხლში ინსულინის დონის დარეგულირებას.

 

2.    ძალიან კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. დაფნის ჩაი დაგეხმარებათ მეტეორიზმის, ყაბზობისა და გულძმარვის დროს.

 

3.    ფიტოელემენტები,რომლებსაც ეს მცენარე მრავლად შეიცავს, ამცირებს გულის შეტევის რისკს და ძალიან კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

 

4.    გაციების დროს შეგიძლიათ მიირთვათ დაფნის ჩაი. მას შეუძლია რესპირატორულ ინფექციებს შესანიშნავად გაუმკლავდეს. ადუღებულ წყლაში ჩააგდეთ 2-3 დაფნის ფოთოლი, გააჩერეთ 10 წუთით და მიიღეთ. ის დაბლა წევს სიცხეს, ამცირებს ხველას და გაციების სხვა სიმპტომებს.

 

 

5.    მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. დაფნის ზეთი ანთების საწინააღმდეგოა, ებრძვის დაჭიმულობასა, ართრიტს, რევმატიზმს. თავის ტკივილისა და შაკიკის დროს დაფნის ზეთი შეიზილეთ საფეთქლებზე და დაიმასაჟეთ.

 

6.    დაფნა ქალურ პრობლემებსაც უმკლავდება. მენსტრუაციული პრობლემები და მისი დარეგულირება მას შეგიძლიათ მიანდოთ. ძალიან კარგია ის, ასევე, ვაგინალური პრობლემებების დროს.

 

7.    დაფნის ჩაი უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

 

8.    ებრძვის ცხვირიდან სისხლდენას.

 

9.    ასუფთავებს კბილებს. დაფნის ფხვნილით გაიხეხეთ 3 დღეში ერთხელ კბილები და შედეგით გაოცდებით.

 

 

10.    მწერის ნაკბენის დროს შეგიძლიათ შეიზილოთ დაფნის ზეთი, თავიდან აგარიდებთ გაღიზიანებას.

 

11.    მისი ნახარში თირკმლის ანთებისა და კენჭების დროს აქტიურად გამოიყენება.

 

12.    კანისთვის კი იდეალურია დაფნის ნიღბები.

 

ამ რჩევების შემდეგ ნამდვილად ღირს დაფნის მოშენება და მისი სასურველი მიზნებისთვის მოხმარება.