საკანცელარიო დანა, „ბრიტვა“, პიცის საჭრელი... - რით ჭრიან გოზინაყისთვის ნიგოზს ქართველი დიასახლისები - Gemrielia.ge

საკანცელარიო დანა, „ბრიტვა“, პიცის საჭრელი... - რით ჭრიან გოზინაყისთვის ნიგოზს ქართველი დიასახლისები

გოზინაყის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. კარგი გოზინაყისთვის თაფლისა და ნიგვზის ზუსტი პროპორციების დაცვაა საჭირო. მთელ ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რთული და დამღლელი ნიგვზის დაჭრაა. შემოგთავაზებთ დიასახლისების გამოცდილებას და ყველაზე გავრცელებულ ხრიკებს ნიგვზის მარტივად დასაჭრელად.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 20 წელია ასე ვამზადებ, ბევრი მთხოვს რეცეპტს... - გოზინაყის რეცეპტი უტყუარი შედეგით

 

საკანცელარიო დანა

 

საკანცელარიო დანით ძალიან თხელ ნაჭრებად იჭრება ნიგოზი. თუ ამ მეთოდს აირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნელა იმოქმედეთ, რომ თითი არ გაგეჭრათ.

 

ბოსტნეულის სათლელი

 

თუკი ბოსტნეულის სათლელს კარგად იყენებთ, მისი საშუალებით არც ნიგვზის დაჭრა გაგიჭირდებათ. გამოდის თხელი და ერთგვაროვანი ნაჭრები.

 

„ბრიტვა“ - სამართებლის პირი

 

სამართებლითაც თხელ ნაჭრებს მიიღებთ, მაგრამ საკანცელარიო დანის მსგავსად, მისი გამოყენების დროსაც ფრთხილად უნდა იყოთ, რომ შემთხვევით თითი არ გაიჭრათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: უგემრიელესი გოზინაყი ლელა წურწუმიას რეცეპტით

 

 

ცომის გასაბრტყელებელი

 

საცხობი ქაღალდი შუაზე გადაკეცეთ. ერთ ნაწილზე ნიგოზი დაყარეთ, მეორე მხარე თავზე გადააფარეთ და ცომის გასაბრტყელებლით დააწექით. ნიგოზი მარტივად და სწრაფად დაქუცმაცდება.

 

პიცის საჭრელი

 

სამზარეულოში პიცის საჭრელი თუ გაქვთ, ერთხელ მისი გამოყენება ნიგვზის დასაჭრელადაც სცადეთ. ხის დაფაზე ნიგოზი დაყარეთ და პიცის საჭრელით რამდენჯერმე გადაუარეთ იმის მიხედვით, თუ რა ზომის ნაჭრები გსურთ.

 

 

თხელპირიანი დანა

 

თუკი ტრადიციას მიჰყვებით და დანას აირჩევთ, უპირატესობა თხელპირიან დანას მიანიჭეთ. ასეთი დანით ერთგვაროვან ნაჭრებსაც მიიღებთ და სწრაფადაც დაჭრით.

 

თქვენ რომელ მეთოდს იყენებთ ხოლმე?