სანელებლებით მდიდარი და ცილებით გაჯერებული კერძები - ყველაფერი, რაც ინდური სამზარეულოს შესახებ უნდა ვიცოდეთ - Gemrielia.ge

სანელებლებით მდიდარი და ცილებით გაჯერებული კერძები - ყველაფერი, რაც ინდური სამზარეულოს შესახებ უნდა ვიცოდეთ

ინდური სამზარეულო ქვეყნის მრავალფეროვანი კულუტრის გამოხატულებას წარმოადგენს, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უჭირავს. ეს სამზარეულო განსაკუთრებით მდიდარია სანელებლებით. აქ შეხვდებით როგორც ცხარე, ასევე მოტკბო გემოს კერძებს. ინდური სამზარეულოს მთავარი სირთულე სანელებლების ზუსტი რაოდენობით გამოყენება და არომატული თაიგულის შექმნაა. დიდი პოპულარობით სარგებლობს ჯანჯაფილი, დარიჩინი, ზაფრანა, პიტნა, ქინძი, ძირა, ყვითელი კოჭა. შესანელებლად გამოიყენებენ ლიმონის წვენს, ვარდის წყალს და სხვადასხვა თხილეულს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:  5 მიზეზი, თუ რატომ მიყვარს ინდური სამზარეულო

 

ინდური სამზარეულოს ბაზას წარმოადგენს მარცვლეული – ხორბალი, ბრინჯი და სხვადასხვა პარკოსანი მცენარე.  მცენარეების ფქვილით ცხვება კვერები – პური, როტი, დოსა .რომლებსაც განსხვავებული გემო, ფორმა და შემადგენლობა აქვს. ცხვება მარტივად და ინდური სუფრის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს.

 

ინდური კერძების რეცეპტები